ახლობლის ინფორმაციით, ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღენიშნებოდა ჰალუცინაცია და არაადეკვატური იყო

ბოლო პერიოდში ბრალდებულს აღენიშნებოდა ჰალუცინაცია, ის იყო არაადეკვატური, ვერ აცნობიერებდა არსებულ გარემოს, მას ჰქონდა მოჩვენებითი სამყაროს მიმართ მყარი მიდრეკილება. ის ამბობდა, რომ გარესამყაროსგან იღებდა აბსურდულ დავალებებს, - აცხადებს ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი ამირან ჯანჯღავა.

მისივე თქმით, 13 წლის ბავშვი ბიძის, ვალერი ირემაძის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა.

„ბავშვი ბიძის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ბავშვის აღზრდაში. რომ არა შეურაცხადობა და გაუაზრებელი ქმედება, ეს შედეგი არ დადგებოდა", - აცხადებს ჯანჯღავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა