გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა არეულობა, დესტაბილიზაცია და სტრესული სიტუაციის განცდა

არეულობა, დესტაბილიზაცია და სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ლიეჟში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რაიმე პერსპექტივა აქვს.

„აქ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დაპირისპირების ფრონტი შექმნას, მათ შორის იმ ქართველებს შორის, რომლებიც პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთად არიან საზღვარგარეთ და ერთად ეწევიან მძიმე ჭაპანს. არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს. სხვა რესურსი მას არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში არ გააჩნია. ახლახან ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შევხვდი ბევრ მაღალჩინოსანს, ევროპაშიც დავდივართ და არავის, არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილი არ გახსენებია. ვერც ერთი მაღალი დონის ექსპერტი და საზოგადოების წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რამენაირად პერსპექტივა აქვს ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი. საზოგადოებაში კი რა დამოკიდებულებაც აქვთ მის მიმართ, გამოჩნდა ცარიელ დარბაზსა და იმ განსხვავებული აზრებით, რაც იმ დარბაზის გარშემო ხდებოდა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო