დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი თუ კანონად იქცევა, ვიფიქრებთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე

პარლამენტის ცხრა დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს, თუ კანონად იქცევა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ის ანტიკონსტიტუციურია.

მისი თქმით, კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე პოზიცია მოსამართლეებმაც დააფიქსირეს.

„მოსამართლეებმაც დააფიქსირეს პოზიცია და მეც დავაფიქსირე, თუ ეს კანონპროექტი, კანონად იქცევა, სხვა გზა თუ არ დაგვრჩება, სასამართლო კორპუსი იფიქრებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.

ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, მე თითქმის გამოვრიცხავ იმიტომ, რომ პარლამენტში არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები და მათ კარგად ესმით, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო