არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობას“ არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თუ საქართველოში მათთან საზოგადოების  წევრებს პრეტენზიები აქვთ, ეს საზღვარგარეთ გაქრება

„არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს პრეტენზიები აქვთ საქართველოში, ეს პრეტენზიები გაქრება საზღვარგარეთ", - ასე შეაფასა გუშინ ლიეჟში მომხდარი ინციდენტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბელგიაში დაგეგმილი ღონისძიება არ გამოუვიდა.

„როგორც მთელი საზოგადოება, მეც იგივე შეფასებას გავაკეთებ. როგორც პოლიტიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან მოუმზადებელი შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის მოსაზრება, რომელიც არის საქართველოში საზოგადოების შიგნით, დაფიქსირდა ლიეჟშიც და სადაც შეიკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები, ყველგან იქნება იგივე მოსაზრება. არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს პრეტენზიები აქვთ საქართველოში, ეს პრეტენზიები გაქრება საზღვარგარეთ. ყველას კარგად გვახსოვს რა მოხდა და დროა, რომ მომავალზე და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიფიქროთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ლიეჟში შეხვედრა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი