განათლების მინისტრის მოადგილე - ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში სხვა, პარალელური რეალობაა

ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში სხვა, პარალელური რეალობაა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, ჩაჭრის მაჩვენებელი თუ საერთო ჯამში 20-25%-ია, აქედან 20% ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე მოდის.

„ცალკე კვლევა არის გასაკეთებელი ეროვნული უმცირესობების ნაწილში, რადგან იქ სხვა, პარალელური რეალობაა, სხვა ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, სახელმძღვანელოები არ აქვთ საერთოდ. CAT-ის შედეგებს თუ ნახავთ, თბილისში ჩაჭრას რა უჭირს, 20-25% რომ არის საერთო ჯამში, აქედან 20% ეროვნული უმცირესობების სკოლები იჭრებიან. რა გავაკეთეთეთ 2011 წლის მერე? - გვყავს 40 ათასი სტუდენტი, რომლებიც არსად არ არიან“, - განაცხადა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, USAID აკეთებს განათლების შეფასების სისტემის შეფასებას, რომლის შედეგებიც მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში იქნება.

„ეს მოგვცემს დამატებით ინფორმაციას, რა ბერკეტები და მექანიზმებია მოსაფიქრებელი“, - განაცხადა აბულაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს