ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება

ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ექნება კონსულტაციები და ინიციატივის დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებს.

"ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელზეც გვექნება კონსულტაციები და რამდენიმე დღეში გაგიზიარებთ გეგმას, რომელიც ეხება უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს. ამისთვის საჭიროა კონსტიტუციური ცვლილების გზა და ვნახავთ თუ ვინ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს. ფაქტია, რომ მივადექით მნიშვნელივან საკითხს და საბჭოს დღევანდელი სხდომაც ადასტურებს, რომ ინიციატივა აბსოლუტურად სწორია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა