ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ინიციატივამ პასუხი უნდა გასცეს მათ, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს გამოცდები და გასული აქვს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რა არის მათთვის პასუხი?

„ამ ინიციატივამ პასუხი უნდა გასცეს მათ, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს გამოცდები და გასული აქვს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. რა არის მათთვის პასუხი?“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

„ეს საკითხი გადადის იურიდიულ ჭრილში. სულ მცირე ამ საკითხმა უნდა ჩააბაროს კონსტიტუციურობის ტესტი. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ჩვენი ამოცანა იქნება ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ უკეთესი სასამართლოს ინტერესით იქნება ნაკარნახევი, ვნახოთ, აქვს თუ არა ამ ინიციატივას მიზნად დასახული უკეთესი სასამართლო სისტემა. დაუშვებელია, კონსტიტუციის მიღმა გავიდეთ.

საუბარია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე. კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლე ინიშნება უვადოდ, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც პირველად ინიშნება სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. ამიტომ ამ ინიციატივამ პასუხი უნდა გასცეს მათ, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს გამოცდები და გასული აქვს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. რა არის მათთვის პასუხი? მათ ლეგიტიმური მოლოდინი აქვთ, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, უნდა წარდგნენ საბჭოს წინაშე და დაინიშნონ უვადოდ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს