„ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ „სიბიეს ჯგუფის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ქართულ საინვესტიციო ჰოლდინგში - შპს „სიბიეს ჯგუფში“ შემავალმა კომპანია WALTBAY-მ დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ-ერთი კომპანიის - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.

მიმდინარე ეტაპზე გაზმომარაგების კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს, ქართული ბიზნესჯგუფის შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა კი სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბიზნესჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია მხუთავი აირით - CO-თი, მოწამვლისა და გარდაცვალების შედეგები. ფატალური შემთხვევები, უმეტესწილად, მომხმარებლის მიერ გაზდანადგარების კუსტარულად დამონტაჟებით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევითაა გამოწვეული.

აქვე მოგახსენებთ, რომ შპს „სიბიეს ჯგუფი“, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიური სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობისთვის გაზდანადგარების უსაფრთხოებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას გეგმავს. ასევე, მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებისა და რისკფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვაში შესვლისთანავე, მფლობელი კომპანია წელიწადში 27-მილიონლარიანი საინვესტიციო გეგმის განხორციელებას დაიწყებს, რაც გაზგამანაწილებელი ქსელის ეტაპობრივ განახლებას მოიცავს.

„სიბიეს ჯგუფი“ აცნობიერებს, რომ ზემოხსენებული კამპანიის ეფექტიანობისთვის აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა. შესაბამისად, ჯგუფი დადებითად აფასებს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს ტიპის პლატფორმის არსებობის შესაძლებლობას და მენეჯმენტის განხორციელებისთანავე მის ფორმირებაზე მუშაობას დაიწყებს”, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან