საფრანგეთის ელჩს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურად ეჩვენება და გარკვეულ კითხვებს უჩენს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ფრანგი დიპლომატის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის.

“თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ელჩის შეფასებით, ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ ჰქონია, თუმცა თუ ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ მიმართ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ეს საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა