ბაჩანა შენგელია - იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გამოძიების ფორმალური დაწყება

ია კერზაის შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიების დაწყება დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დაგვიანებით, ვინაიდან მათ მოუწევთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების გამოკვლევა. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფორმალური დაწყება. ჩვენ მივადევნებთ თითოეულ მოქმედებას თვალყურს და ეს უნდა იყოს ეფექტური. მათი განცხადებიდან როგორც ჩანს, რაღაც დამატებით მტკიცებულებას ელოდებოდნენ, შესაბამისად, ახლა მიიღეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება უფრო იმ პროცესებმა დააჩქარა, რაც ვითარდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. იგივე საკომიტეტო მოსმენა. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ამ საქმეზე არ დაწყებულიყო გამოძიება. ალბათ საზოგადოებრივმა აზრმაც იქონია გავლენა. მე მარტო არ ვიყავი, დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომლებიც ერთობლივად თავის წვლილს დებდნენ იმაში, რომ გამოკვეთილიყო დანაშაულის ნიშნები“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს