ნაზი ჯანეზაშვილი - არ ვაპირებ იმ სცენარებსა და დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას, რომელსაც დგამს ჩინჩალაძე ან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უახლოეს მომავალში უმაღლეს საბჭოში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, რაც დღეს მოხდა, იყო მურუსიძისა და ჩინჩალაძის მიერ ორგანიზებული სპექტაკლი, რომელში მონაწილეობის მიღებასაც არ აპირებს.

„მათ სურდათ დაედგა შოუ, თითქოს სასამართლო სისტემა ერთიანია და ამაზე ყველა უნდა იყოს მგრძნობიარე. მე არ მინდოდა ამ სცენარისთვის, რომელიც მურუსიძემ და ჩინჩალაძემ მოიფიქრეს, ხელი შემეწყო. არ ვაპირებ იმ სცენარებსა და დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას, რომელსაც დგამს ჩინჩალაძე ან მურუსიძე. მურუსიძე მოვიდა, იჯდა იქ, სადღაც და აკონტროლებდა სიტუაციას. ცოტა არაადეკვატური განცხადება გამოუვიდა. სხვას რომ ეთქვა, კრტიკული დამოკიდებულება ექნებოდათ. ალბათ ჩინჩალაძე ბოლოს გამოჩნდება. ის ჯერ არსად ჩნდება, ალბათ ეს იქნება მაშინ, როცა უფრო დაიძაბება სიტუაცია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: "არ ვაპირებ ჩინჩალაძის ან მურუსიძის დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას" - ნაზი ჯანეზაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა