ნაზი ჯანეზაშვილი - თუ სასამართლო 100%-ით დაკომპლექტდება, შემდგომში შეცდომების გამოსწორება დაგვიანებული იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეკა ბესელიას მიერ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებულ ინიციატივას მიესალმება.

როგორც ჯანეზაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მნიშვნელოვანია შეჩერდეს მოსამართლეთა უვადო დანიშვნება, ვინაიდან თუ სასამართლო 100%-ით დაკომპლექტდება, შეცდომების გამოსწორება შემდგომში დაგვიანებული იქნება.

„ამ შემთხვევაში ვიზიარებ იმას, რომ უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს, რადგან თუკი მართლაც 100%-ით დაკომპლექტდება სასამართლო სისტემა, მერე იქნება ძალიან დაგვიანებული, რომ შეიცვალოს რაღაც. თუ რაღაც პერიოდით შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს, არ დაზიანდეს სასამართლო და ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დავებში მონაწილეობენ, ბუნებრივია ამ ცვლილებას მივესალმები, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "თუ 100%-ით დაკომპლექტდება სასამართლო სისტემა, ძალიან დაგვიანებული იქნება, რომ რაღაც შეიცვალოს" - ნაზი ჯანეზაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“