ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინაუგურაცია გაიმართება

12 თებერვალს ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინაუგურაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოდან აცნობეს, საკონტაქტო საელჩოების ქსელი დაარსდა 90-იან წლების დასაწყისში, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.

"ალიანსის პარტნიორების ასეთი ფორმით მხარდაჭერა, მოცემული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ჩართულობის გამომხატველია. მე ვამაყობ იმით, რომ თბილისში პოლონეთის საელჩოს დაეკისრა ასეთი პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ფუნქცია. წლების მანძილზე პოლონეთი საქართველოს დიდი და ერთგული მეგობარი იყო და მისი მუდმივი ადვოკატი საერთაშორისო ფორუმებზე, ამიტომაც კმაყოფილები ვართ, რომ მორიგი შესაძლებლობა მოგვეცა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ჩვენ ვეცდებით პროექტების განხორციელებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალურ მხარდაჭერას", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

ნატო-ს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტების და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატო-ს საკონტაქტო საელჩო არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა