ლევან კობერიძე - ჩემთვის არ იყო მისაღები ის, თუ როგორ გამოხატა ვანო ზარდიაშვილმა მოსაზრება

ჩემთვის არ იყო მისაღები ის, თუ როგორ გამოხატა ვანო ზარდიაშვილმა მოსაზრება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, წარდგენილ კანონპროექტს ბევრი დეპუტატი უჭერს მხარს და იმედოვნებს, რომ პროექტი კანონად გადაიქცევა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი უნდა იქცეს კანონად. იმედი გვაქვს, რომ იურიდიული კომიტეტი ძალიან სწრაფად განიხილავს ამ საკითხს. მაყურებელს მოკლედ ავუხსნი, რომ მესმის ვიღაცას თავისი აზრი აქვს, როგორ გამოხატავს ეს მისი გადასაწყვეტია. ჩემთვის არ იყო მისაღები ის, თუ როგორ გამოხატა ვანო ზარდიაშვილმა მოსაზრება“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ „არც ერთი იურისტი, თუნდაც მეორე კლასელი ან პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო