13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

იხილეთ ვიდეო: ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა