დონალდ ტრამპი - მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება

მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება, მიუხედავად იმისა, მიაღწევენ თუ არა „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ შეთანხმებას კონგრესში, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კედელს ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებთ. ამბობენ, რომ კონგრესში პროგრესს მიაღწიეს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში. მათ ვუთხარი, მოიცადეთ, ჩემს ხალხთან მივდივარ ტეხასში და არ მსურს ამაზე საუბარი. ასე რომ, არ ვიცი რას გულისხმობენ ამ პროგრესში. ვინ იცის, იქნებ კარგი ამბავიცაა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იყოს აცილებული მორიგი „შათდაუნი“.

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, კანონმდებლები ბიუჯეტში აღნიშნული მიზნებისათვის 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გაწერაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის ამ ვარიანტს, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ ხმათა 2/3 უნდა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების ასამოქმედებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა