ექიმების ინფორმაციით, ხოშარაულის ქუჩაზე  ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან აცნობეს, პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, იგი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.

43 წლის ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს. პაციენტს საოპერაციო ბლოკში ჭრილობა დაუმუშავდა და პოსტოპერაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ახალგაზრდა ქალი, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ექიმების ინფორმაციით, ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს