ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე იმ კვლევის წარდგენას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც თბილისში ხეების მოჭრა იგეგმება

ვაკის გამგეობიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის თანხების გაცემა, ხეების მოჭრა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებული კომპანიისთვის ვაკეში მიწის გადაცემა - ეს ის საკითხებია, რომლის დაყენებასაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე იმ კვლევის წარდგენას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც დედაქალაქში ხეების მოჭრა იგეგმება.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა კვლევას ჩავატარებთ, რომლის საფუძველზეც ხეები უნდა მოიჭრასო. ჩვენ ვითხოვთ, გვაჩვენოს, სად არის ეს კვლევა. რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ხეებსაც მოჭრიან. თვითონ ამბობს, რომ ბიზნეს-ჯგუფების ტერიტორიაზეა უფრო მეტი დაზიანებული ხეო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო