მამუკა ბახტაძე - 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა

2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, დღეს ყველა ის სირთულე აღმოფხვრილია, რომელიც მიწის რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული.

მისივე ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

„მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი გახდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია ყველა ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, გახლავთ ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ეს გახლავთ ამ რეფორმის მთავარი იდეა.

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 600 700-მდე განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა. ჯამურად კი რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი შეადგენს 300 000 ჰექტარზე მეტს. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეფორმის განხორციელება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: ავარაია წყნეთში, მუნიციპალური ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა - დაშავებულია 6 ადამიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა