ვეტერანებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ

14 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ორგანიზებით, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის კლინიკა "ვივამედში" ჩატარდება. აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს, სრულიად უსასყიდლოდ გაეწევათ თერაპევტის ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის ტრავმატოლოგის, ანგიო-ქირურგის, რენდგენოლოგის, ენდოკრინოლოგის, ლაბორატორიული და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-12კმ-ზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო