წყნეთში ავარიის დროს დაშავებული ექვსი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია

წყნეთში ავარიის დროს დაშავებული ექვსი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავებული პაციენტები რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ შესაძლოა კლინიკიდან დღესვე გაწერონ.

„ექვსი პაციენტია შემოყვანილი, მათ შორის ბავშვი არ არის. ხუთი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, ამჟამად მათი გამოკვლევა მიმდინარეობს. მსუბუქი პაციენტები რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ დარჩებიან. სავარაუდოდ, მათი ნაწილი დღესვე გაეწერება. არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ფირცხალაიშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ექიმების ინფორმაციით, კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვევა დასჭირდება თუ არა მას ოპერაციული ჩარევა.

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს