ადვოკატი პატიმრობის გაუქმებას და დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს

მოვითხოვთ დავით კირკიტაძის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას და ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაისინჯება კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

"დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე წარადგენს უმნიშვნელოვანეს ახალ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს. მოვითხოვთ შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას და ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას.

ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გირაოზეც იყოს საუბარი, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გააკეთებს სამართლებრივ შეფასებას, მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ფაქტობრივად დღევანდელი სამართლებრივი მტკიცებულებების ფონზე ნულოვანია შანსი იმისა, რომ მიზანშეწონილი იყო პატიმრობის განგრძობადობა", - აცხადებს კონდახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს