დავით კირკიტაძე - არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ

არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებულმა წევრმა, დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

"თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო", - განაცხადა კირკიტაძემ.

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა