ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების საკანონმდებლო ინიციატივამ პირველ რიგში, კონსტიტუციურობის ტესტი უნდა გაიაროს

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების საკანონმდებლო ინიციატივამ პირველ რიგში, კონსტიტუციურობის ტესტი უნდა გაიაროს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს.

“კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება, ხოლო მანამდე შესაძლებელია პირი გამოსაცდელი ვადით დაინიშნოს. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ადამიანებს, რომელთაც კონსტიტუციით აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უვადოდ დაინიშნონ, ეს შესაძლებლობა ეზღუდებათ. წარმოდგენილი კანონპროექტით, ადამიანებმა, რომელთაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ამოწურეს, შესაძლებლობა აღარ აქვთ უვადოდ დაინიშნონ. ამიტომ არის შეკითხვები, არის თუ არა პროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მოვისმენთ ავტორების არგუმენტებს და კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის აზრით, კეთილსინდისიერ მოსამართლეებსა და მოსამართლეობის კანდიდატებს უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობა არ უნდა შეეზღუდოს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის ინიციატივა პარლამენტს ეკა ბესელიამ რვა კოლეგასთან ერთად შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო