თეონა აქუბარდია - თუ უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს მინისტრი, ის მოიპოვებს მოჭარბებულ გავლენას პრემიერზე

იმ შემთხვევაში თუ პრემიერის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს რომელიმე მინისტრი, ჩნდება რისკი, რომ ეს მინისტრი მოიპოვებს მოჭარბებულ გავლენას პრემიერ-მინისტრზე, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით პრემიერ- მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათშორისი საბჭოსა და სამუშაო კომისიის ყოფილმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ რომელიმე მინისტრის საბჭოს მდივნად დანიშვნის შემთხვევაში ვერ მოხდება საკითხთა ეფექტიანი კოორდინაცია და რისკის ქვეშ დადგება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციის მთელი სისტემა.

„საგანგებო და საომარი ვითარების შემთხვევაში ნებისმიერ წევრ მინისტრს, რომელმაც შეიძლება შეასრულოს მდივნის მოვალეობა მინისტრის კომპეტენციის ნაწილში, აქვს თავისი საქმე, ხოლო მდივნის ფუნქცია მას დამატებით ტვირთავს,რაც ქმნის რისკებს ამ მანდატის არაჯეროვნად შესრულებისთვის. მეტიც, ეს ბადებს როგორც პოლიტიკურ, ასევე შინაარსობრივი ტიპის რისკებს. ნებისმიერი წევრი მინისტრი მდივნად დანიშვნის შემთხვევაში მიიღებს მოჭარბებულ გავლენას როგორც პრემიერზე, ასევე საბჭოს საქმიანობაზე და ჯამში დააზიანებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის ჯეროვნად განხორციელების საკითხს“, - აცხადებს თეონა აქუბარდიამ და მაგალითისთვის საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შესძლებლობა და გიორგი გახარიას დანიშვნით გამოწვეული რისკები მოჰყავს.

„მაგალითად, თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ მდივანი გახდა შს მინისტრი და ეს თეორია იყო მედიით უკვე გავრცელებული, თუკი იმ საკითხთა კოორდინაცია, რაც უნდა განახორციელოს მთავრობის არა ერთმა დაწესებულებამ, არამედ ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპით და ეს იქნება ერთ-ერთი მინისტრის ხელთ, მაშინ ეს კოორდინაცია იქნება ვიწრო კორპორატიული ინტერესების შესაბამისად გატარებისთვის განწირული. საბჭოს მდივნად მთავრობის წევრის დანიშვნა წარმოშობს გარკვეულ რისკებს საპარლამენტო კონტროლის ჭრილშიც. რამდენადაც მთავრობა არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო ამ შემთხვევაში ეს წევრი არის საბჭოს მდივანი, ეს ფაქტი შეიძლება გახდეს საბაბი ანგარიშვალდებულების შესუსტების პარლამენტის წინაშე“, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საქართველოს კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თემაზე მსჯელობა დაანონსა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეიქმნება პრემიერის სათათბირო ორგანო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა