სერგი კაპანაძე - ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ვისაუბრეთ პრობლემებზე ანგარიშვალდებულების არარსებობისა და ერთი ადამიანის მორჩილების მიმართულებით

„ევროპული საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების ინტერესის მთავარი სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმართვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა.

"გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის იურიდიულ ექსპერტებთან, რომელთა ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში არის შსს-სა და პროკურატურაში გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა. იმ ღრმა პრობლემებზე ვესაუბრეთ, რაც უწყებებში არსებობს. პრობლემები ნათლად გამოჩნდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით. გამოწვევებზე, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ, ამ შეხვედრაზე დეტალური საუბარი გვქონდა. აქ იგულისხმება პრობლემები ანგარიშვალდებულების არარსებობის კუთხით, ასევე, ერთი ადამიანის მორჩილების მიმართულებით და ფუნქციების გამიჯვნის არარსებობის თვალსაზრისით. არის მოსაზრებები, რომ გამოძიების გამიჯვნის კუთხით რაღაც რეფორმა განხორციელდეს. მათ შორის, ჩვენს რეკომენდაციებშიც, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოვეცით, იყო, რომ უნდა გაიმიჯნოს ფუნქციები პროკურატურასა და შსს-ს შორის", - განაცხადა კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს