ზაალ უდუმაშვილი - დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახდა

„დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მისი თქმით, უკვე ორი თვეა დავით კირკიტაძე ხელისუფლების უკანონო პატიმარია.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და ის, რომ სწორედ დავით კირკიტაძის მეთაურობით რუსთავმა ორივე ტურში დაამარცხა „ქართული ოცნების" კანდიდატი, ამის გამო შური იძიეს დათოზე და გამოკეტეს საპატიმროში. თუმცა მე ახლა ვფიქრობ, რომ არამარტო სამართლებრივი, მორალური არგუმენტებიც აღარ დარჩა უკვე „ქართულ ოცნებას", რომ დავით კირკიტაძე დატოვოს პატიმრობაში. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს ის გათავისუფლდება სასამართლო დარბაზიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა