პარლამენტის აპარატის უფროსმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალ გენერალურ მდივანს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის მოწვევით თბილისში ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალდანიშნული გენერალური მდივანი, ტიგრან გალსტიანი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველო პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

სომხეთის პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულ პირველი ზამთრის აკადემიის გახსნას დაესწრო და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ეწვია.

სომეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე, გივი მიქანაძემ ტიგრან გალსტიანს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და საზედამხედველო კონტროლის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

სტუმარი საქართველოს ახალი კონსტიტუციის და განახლებული რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, უშუალოდ პარლამენტის აპარატში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. გივი მიქანაძემ სომეხ კოლეგას მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების და მათი საპარლამენტო საქმიანობაში უფრო მეტი ჩართულობის მიზნით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო და ასევე ისაუბრა პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერების კუთხით ჩატარებულ აქტივობებზე, შიდა ტრენერების გადამზადებასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების სასწავლო ცენტრებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობაზე. პარლამენტის აპარატის უფროსი კვლევითი დეპარტამენტის გაძლიერების და რეფორმირების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ განახლებული კვლევითი ცენტრი ახალი ფორმატით ოპერირებას 1 აპრილიდან განახორციელებს.

გივი მიქანაძემ შეხვედრის დასასრულს ტიგრან გალსტიანს და მის თანმხლებ დელეგაციას პარლამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის და მათთვის შესაბამისი სერვისების დანერგვის მიზნით, პარლამენტის შენობაში განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან გამართულ შეხვედრისას, ტიგრან გალსტიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების მიზნით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტების აპარატებს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს