ლევან გოგიჩაიშვილი - შეიძლება დადგეს რეალობა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს,  რასაც  არ დავუშვებთ

შეიძლება დადგეს რეალობა და ცოტა ხანში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

გოგიჩაიშვილი კომიტეტის ხელმძღვანელობას მიმართავს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეთავაზებული ცვლილებების განხილვა, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ერთია, რას ფიქრობენ იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრები და მეორეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პლენალური სხდომა.

„პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო და მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარ მექანიზმს- იურიდულ საკითხთა კომიტეტს იუსტიციის საბჭოს ვერ ჩავუგდებთ ხელში, ეს ჩვენს კოლეგებს კარგად უნდა ესმოდეთ. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა