თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 62 800 მლნ ლარი სესხის აღებაზე საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს

თბილისის მერია საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს, რათა 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად 62 800 მლნ ლარი სესხის სახით აიღოს.

მერიისთვის შესაბამისი ოდენობის საკრედიტო ხაზის შექმნის საკითხი დღეს საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, აღნიშნული სესხი საჭიროა, რათა თბილისში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს. კერძოდ, მისივე თქმით, წელს დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ტრანსფერის გამოყოფა იგეგმება ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტისთვის, თუმცა შესაძლოა, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში მეორე კვარტლის ბოლოს ჩაირიცხოს. ამდენად, თბილისის მერია საკრებულოს თანხმობის შემდეგ მიმართავს დაინტერესებულ ბანკებს 62 800 მლნ ლარი სესხის სახით გასცენ.

„დედაქალაქის მერიამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ გარკვეული საკრედიტო ხაზი შეიქმნას 62 800 მილიონი ლარის ოდენობის, რომელიც ფინანსური საფუძველი იქნება დედაქალაქში დაგეგმილი ყველა კაპიტალური პროექტების დროულად განხორციელებისთვის. კერძოდ, არა მეორე კვარტლის ან როდესაც ცენტრალური ხელისუფლება 100 მლნ ლარის ტრანსფერს გადმოგვიგზავნის, არამედ მარტის ბოლოდან უკვე შესაძლებელი იყოს ტენდერების გამოცხადება", - განაცხადა ზარქუამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მადლობა გადაუხადა მერიის ხელმძღვანელობას, რომ დროს არ კარგავენ, რათა ყველა დაგეგმილი პროექტი იყოს განხორციელებული.

აღნიშნულ საკითხს დღეს კომისიების სხდომაზე ოპოზიციურმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, თუმცა საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა