დავით მათიკაშვილი ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებას სპეკულაციას უწოდებს

არსებობს კითხვის ნიშნები საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ინიციატივასთან დაკავშირებით და ამ კითხვებს პასუხი და არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარალმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

„კომიტეტი პროექტს განიხილავს, ჩვენ ვიმსჯელებთ მოვისმენთ არგუმენტებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. პარლამენტში წარმოდგენილმა კანონპროექტმა სწორედ კონსტიტუციაზე უნდა გაიაროს ტესტი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სპეკულაცია უწოდა მისი კოლეგის ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იურიდულ საკითხთა კომიტეტი, შესაძლოა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფილიალად გადაიქცეს. მათიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რამ არასდროს მოხდება. დეპუტატის განცხადებით, ეს არის ხელისუფლების ორი სხვადასხვა შტო, რომელიც საკუთარ უფლება-მოსილებას კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს.

„შეიძლება დადგეს რეალობა და ცოტა ხანში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

გოგიჩაიშვილი კომიტეტის ხელმძღვანელობას მიმართავს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეთავაზებული ცვლილებების განხილვა, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო