პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების კომისიასთან მიმართებაში ამ ეტაპზე „არც ერთი გვარი“ არ განიხილება

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან დღემდე შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, როგორ დაკომპლექტდება შეწყალების კომისია.

"პრეზიდენტი უფლებამოსილია კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, შეწყალების სამ აქტს უკვე მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გითხარით: კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება მისი დაკომპლექტება. ამ ეტაპზე არ განიხილება არც ერთი გვარი და დაკომპლექტების საკითხი," - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს