ადვოკატმა დავით კირკიტაძის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.

კონდახიშვილმა თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე სხვა საქმეზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, გამართლდა და ის ნასამართლევი არ არის.

ასევე, ადვოკატმა განმარტა, კირკიტაძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგან საქმეში არსებული მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან.

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო