პროკურორი - მიხეილ კალანდია მის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედების ფაქტთან მიმართებით დაიკითხება

მიხეილ კალანდია მის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედების ფაქტთან მიმართებით დაიკითხება, - ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში მოწმის მიხეილ კალანდიას კითხავენ.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოწმის დაკითხვა სასამართლო პროცესზე. მოხდება ამ მოწმის დაკითხვა მის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედების ფაქტთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ, ვინაიდან მას უკვე დაწვრილებით, დეტალურად აქვს ჩვენება მიცემული მკვლელობის საკითხთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედების ფაქტზე დაიკითხება. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, მოწმის მიმართვისა და დაყოლიებისთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში, პასუხისგებაში ერთი პირი, ლევან მორჩაძე იქნა მიცემული. შესაბამისად, მის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა