დიმიტრი შაშკინი - დავით კირკიტაძის პატიმრობაში დარჩენის საფუძველი არ არსებობს

ჩვენ არ გვაქვს საქმე იურისპრუდენციასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკურ დევნას, სამწუხაროდ, იურისპრუდენციის ლოგიკა არ გააჩნია, - ასე აფასებს დავით კირკიტაძის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. მისი განცხადებით, არანაირი იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ დავით კირკიტაძე დარჩეს წინასწარ პატიმრობაში, არ არსებობს.

„დაახლოებით 2 თვის წინ, როდესაც სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, პროკურატურა ასაბუთებდა იმით, რომ თურმე დავით კირკიტაძემ დაარღვია პირველი სისხლის სამართლის საქმის გირაოს წესი. ამ საქმეზე დავით კირკიტაძე ერთი თვის უკან გამართლდა. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის იყო უდანაშაულო. ამიტომ იურიდიული საფუძველი, რომ დავით კირკიტაძე დარჩეს წინასწარ პატიმრობაში არ არსებობს. ამას ვამბობ, როგორც იურისტი“, - განაცხადა შაშკინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა