ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტენდერი გამოცხადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული“, - ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო