სერგეი ლავროვი - შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით თავი მოიჭრა

აშშ-მა ვენესუელასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით თავი მოიჭრა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე დავუჭირეთ მხარი მექსიკისა და ურუგვაის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა პირობების შექმნას ეროვნული დიალოგისთვის ვენესუელას ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის თქმით, „პრეზიდენტმა მადურომ მზაობა გამოთქვა მონაწილეობა მიეღო ამგვარ დიალოგში“.

„ოპოზიციამ უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე, ვინაიდან მათ ამერიკელი წარმომადგენლები უძღვებიან“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა