ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლო, სადაც მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა

პირდაპირ აპირებენ კალანდიას „გაპრავებას“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სააპელაციო სასამართლოში ის პროცესი, სადაც მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.

„პროკურორები კითხავდნენ და ფიზიკურად ვეღარ გავუძელი. პროკურორმა მიმანიშნებელი კითხვა დაუსვა, რაზეც ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა და მოსამართლეებმაც არ დაუკმაყოფილეს. ჩემს ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებ გარეთ თუ არ გაჩუმდებიო. ფაქტია, რომ ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია არ არის მკვლელი, ანუ ჩემი შვილი მოკლულია და მკვლელი არ არსებობს", - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, მას კითხვები აქვს, რომელსაც გენერალურ პროკურორთან შევედრისას დასვამს, თუმცა ეს კითხვები წინასწარ არ გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს დაიღუპა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა