ეკა ბესელია - ვანო ზარდიაშვილის სახელი და გვარი არ მაინტერესებს

პრაქტიკოსი მოსამართლეები მოდიან დიდი ხანია წინა ხელისუფლებიდან და არ ხდება ახალი რესურსის და კადრების შემოსვლა, ამიტომაც პროცესის შუალედებში საჭირო არის სხვა ცვლილებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმის პროცესში გასწორდება ის ხარვეზები, რაც შესაძლოა, ინიციატივაში ფიქსირდებოდეს.

"ჩვენ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ და რეფორმის პროცესში არ უნდა მოხდეს ის, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ უკვე არის მთლიანად ჩაკეტილი. არსებული პრაქტიკოსი მოსამართლეები მოდიან დიდი ხანია წინა ხელისუფლებიდან და არ ხდება ახალი რესურსის და კადრების შემოსვლა, ამიტომაც პროცესის შუალედში საჭირო არის სხვა ცვლილებები. ამ

სხვა ცვლილებებზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ პარალელურად , ამიტომ დროა საჭირო იმისთვის, რომ გასწორდეს ეს ხარვეზი, რაც პრაქტიკაშია და განახლდეს სასამართლო ხელისუფლების შიდა შემადგენლობა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება.

პირველ მოსმენამდე შეგვიძლია დავაყენოთ საკითხი და თუ ვხედავთ, რომ ჭიანურდება, ეს იქნება ბიუროზეც გაცხადებული. ჩვენ ვთქვით, რომ სწრაფად უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა," - აცხადებს ბესელია.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილსაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი არ უნდა გახდეს.

„ამის მცდელობა იყო, რის წინააღმდეგაც გამოვედი თავის დროზე. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი გავაკეთე. ეს მცდელობა გარკვეული პირების მხრიდან იყო, ყველა თავის თავს ამჟღავნებს. კომიტეტს საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი და ფუნქცია აქვს, მათ შორის წამყვანი იქნება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ეს არის პირველი ეტაპის საკითხი. მინდა ვისურვო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კომიტეტი იმ სტანდარტების ერთგული დარჩეს, რომელიც სამართლიანობას, კანონის პატივისცემასა და კონსტიტუციურ ნდობას მოემსახურება. ვანო ზარდიაშვილის სახელი და გვარი არ მაინტერესებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა