მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდა და მან პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

„მურუსიძე-ნარიმანიშვილის სასამართლოზე დასწრება არ მსურს, გამიშვით დარბაზიდან", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე სხვა საქმეზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, გამართლდა, ის ნასამართლევი არ არის. ასევე, ადვოკატი განმარტავდა, რომ კირკიტაძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგან საქმეში არსებული მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო