პროკურორი - 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს არ უფიქსირდება, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი წარსულში ძარცვისა და ცემისთვის იყო ნასამართლევი, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულს „არ უფიქსირდება“, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

"რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამაზე დაინიშნა სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს, მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში. ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი, მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა.

ამ ეტაპზე, ვიდრე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, საპატიმრო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

ბრალდებულს არასდროს უფიქსირდება, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იგი 2008 წელს ძარცვისთვის, ხოლო 2014 წელს ცემისთვის იყი ნასამართლევი," - განაცხადა პროკურორმა.

იხილეთ ვიდეო: "საოჯახო დანით მიაყენა 20-მდე დაზიანება" - კიდევ რა დანაშაულებისთვის არის ნასამართლევი მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი მოკლა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს