გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ზონებში, სადაც ახალი გენგეგმა რეკრეაციული მიმართულებით განვითარების რეკომენდაციას იძლევა,  მშენებლობა არ შეიძლება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ზონებში, სადაც ახალი გენგეგმა რეკრეაციული მიმართულებით განვითარების რეკომენდაციას იძლევა მშენებლობა არ შეიძლება.

როგორც ბოლქვაძემ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საკითხზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება კონკრეტულად რაგბის კავშირის ყოფილ ტერიტორიას, სადაც კომპანია "ანაგი" არსებული ინფორმაციით, მშენებლობას გეგმავს, ბოლქვაძის თქმით, არსებული სტატუსი მას მშენებლობას არ უკრძალავს, რაც გენგეგმის ავტორს არასამართლიანად მიაჩნია.

"მსჯელობა იყო იმ მიმართულებით, რომ ამ ტერიტორიაზე რა შეთავაზება შეიძლება იყოს ინვესტორის თუ მეპატრონის მისამართით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს.

ზოგადად, თბილისის გენერალური გეგმა იცავს თავისუფალ ტერიტორიებს, არა მხოლოდ ვერეს ხეობაზე, თბილისის ზღვაზეც იყო საუბარი, ასევე გარე ტერიტორიებზე, სადაც თავისუფალი სივრცეებია, რომ იქ იყოს რეკრეაციული ზონა. თბილისის გენერალური გეგმა იცავს ასეთ თავისუფალ ტერიტორიებს და ჩვენი შეთავაზება იყოს მწვანე, სატყეო და ლანდშაფტური ზონის სტატუსი ჰქონოდა.

რაც შეეხება კონკრეტულად რაგბის კავშირის ტერიტორიას, მას წინა მიწათსარგებლობის გეგმით აქვს საზოგადოებრივი-საქმიანი ზონის სტატუსი, მაგრამ რა ფუნქციას შეიძენს ის, შემდეგ შეხვედრებზე დაზუსტდება.

ეს სტატუსი იქ არა მხოლოდ კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, არამედ მშენებლობის მაღალ ინტენსივობას. 4.6 კოეფციენტი აქვს, რაც სამართლიანი არ არის.

თუმცა, ინვესტორს იქ ჯერჯერობით კორპუსის მშენებლობა არ შეუძლია, რადგან უნდა დაამუშავოს რეგულირების გეგმა, რომელიც უნდა შეათანხმოს მერიასთან, შესაბამის სამსახურებთან და მერე შეუძლია კორპუსის პროექტი წარადგინოს. ამიტომ ორი საფეხური მაინც ექნება გადასადგმელი",- განაცხადა ბოლქვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა