საავტომობილო გზების დეპარტამენტი თებერვალ-მარტში 52 ტენდერს გამოაცხადებს, რომელთა ღირებულება 485 მლნ ლარს შეადგენს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის თვეში 52 ტენდერს გამოაცხადებს, რომელთა ჯამური ღირებულება 485 მილიონ ლარს შეადგენს,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დაგეგმილ ტენდერებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულ შეხვედრებს, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ და 3 შეხვედრა სხვადასხვა პერიოდში კვარტლების მიხედვით გვქონდა. შეხვედრები კონტრაქტორ კომპანიებთან ტარდება და წინასწარ ვაცნობთ იმ გეგმას, თუ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რა ტიპის, რამდენი და რა შინაარსის ტენდერი გამოცხადდება. ამ მომენტისთვის იმ ტენდერების რაოდენობა, რომელიც თებერვალ-მარტში უნდა გამოცხადდეს, 52-ია, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარმილიარდ ლარამდეა. მთლიანობაში, პირველ კვარტალში ყველა გამოცხადებული ტენდერის გათვალისწინებით, ღირებულება სავარაუდოდ, 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ 4 ძირითადი მიმართულება შეიძლება იყოს გამოყოფილი და ეს ტენდერები დაჯგუფდეს: საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები, მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთებისა და საგზაო რეაბილიტაციისა და ნაპირდაცვის ტენდერები.

„საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებაში პირველად ხდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი, რომელიც ძირითადად, თვალამრიდებისა და დამცავი ბაგირების მოწყობას 70 კილომეტრამდე მანძილზე. მათი მოწყობა მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების სხვა ღონისძიებები”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს