სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ემანუელ მაკრონს შეხვდება

17-19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები UNESCO-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან.

„იგეგმება სხვა, არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედია საშუალებებთან, რომელთა შესახებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას მუდმივად გაავრცელებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს,” - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

20-21 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა