ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - აუცილებელია, ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს

ის, რომ პიროვნების მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, ეს ხელს შეუწყობს პროცესს, რომ უფრო მარტივად ჩაუტარდეს ექსპერტიზა, - ამის შესახებ 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის ადვოკატმა, ზურა დალაქიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში, თუ მას ჩაუტარდება შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებები.

„დაცვის მხარე ვეთანხმებით იმას, რომ აუცილებელია ბრალდებული მოთავსებული იყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის. დაცვის მხარე ვერ დავუშვებთ თუნდაც მცირე შანსსაც, რომ ამ პროცესს რაიმე დაბრკოლება შეექმნას.

ის, რომ პიროვნების მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, ხელს შეუწყობს პროცესს, რომ უფრო მარტივად ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს და ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოთავსდება ექსპერტიზაზე", - განაცხადა ადვოკატმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო