შინდისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე მოეწყო

მთაწმინდის გამგეობამ შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტული სივრცის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსახლეობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ახალგაზრდები ენთუზიაზმით ხვდებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას, რაც სასიხარულოა. ჩვენ უფრო უნდა გავზარდოთ მოტივაცია მათში, რის გამოც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

შინდისის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტული სივრცე განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა განათების ქსელი.

პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და გაბიონი მოეწყო, მიმდებარე სივრცე კი მოასფალტდა, სადაც პარკინგია შესაძლებელი.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 319 ათასი ლარი დაიხარჯა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს