ნიკა მელია - კირკიტაძესთან დაკავშირებით სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - გახარიამ ჩასძახა, ამ მოსამართლემ ამოსძახა

რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე, ჩინჩალაძე, ფარცხალაძე, ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო ძალიან მალე და მტკივნეულად დამარცხდებიან, - ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა. ესენი რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებენ ხალხია. გახარიამ ჩასძახა, ამ მოსამართლემ ამოსძახა. მიმალვის საფრთხე არსებობსო კირკიტაძისო, მართლა სასაცილოა. თითქოს არსებობს საფრთხე, კირკიტაძე საზღვარგარეთ წავიდეს და აღარ დაესწროს სასამართლო სხდომებს. ეს იყო საფუძველი, რის გამოც ის პატიმრობაში დატოვეს. ვისაც სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა გურჯაანის სასამართლოში მიღებული, ღმერთმა გაგიმარჯოთ! დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტანი ხართ ასეთი. რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღმერთმა შეგარგოთ „ზონდერები“, გეგეშიძეები, რომლებიც ჯაჭვით სცემენ ხალხს. არავის ციხეში ყოფნა არ გამიხარდება, მაგრამ თანამდებობაზე ჰყავთ დღესაც გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციაში. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე საუბრობთ, რომ თითქის მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე, ჩინჩალაძე, ფარცხალაძე ივანიშვის ხელისუფლება, მით უფრო ძალიან მალე და მტკივნეულად დამარცხდებიან", -განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და მუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს