საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპის პალატის (EuCham) რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას ეხმიანება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპის პალატის (EuCham) მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას მიესალმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს, საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესება საქართველოს საინვესტიციო გარემოს მეტ მიმზიდველობას შესძენს და დადებით გავლენას იქონიებს პოტენციური ინვესტორების განწყობებზე.

„მოხარულები ვართ, რომ ევროპის პალატამ (EuCham) საქართველოს ძალისხმევა პოზიტიურად შეაფასა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი ქვეყანა რეიტინგით, წამყვანი ევროპული სახელმწიფოების გვერდით იკავებს ადგილს. პოზიტიური შედეგები მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისთვისაც, ის დაგვეხმარება, მეტი ძალისხმევით ვიმუშაოთ პოტენციურ ინვესტორებთან და დავეხმაროთ მათ, ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან თანამშრომლობაში,“- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

ევროპის პალატამ (EuCham) 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პოზიცია 2 პუნქტითაა გაუმჯობესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ 46 სახელმწიფოს შორის მე-16 ადგილი დაიკავა (2018 წელს საქართველო მე-18 იყო).

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს რეგიონის ქვეყნებს შორის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად, იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც პოზიციები, ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს. ევროპის პალატის (EuCham) რეიტინგი, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგსა და საერთაშორისო გამჭვირვალობის- კორუფციის აღქმის ინდექსის ანგარიშს ეყრდნობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს