ანრი ოხანაშვილი - თუ ოპონენტებმა კირკიტაძის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი დაინახეს, გამოდის, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

გადაახვიონ ის მომენტები, რომლებიც ტელევიზიით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდა და იხილა სრულიად საქართველომ თუ როგორ ხდებოდა ძალადობა და პოლიციელის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებების განხორციელება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

„კონკრეტულად რით იხელმძღვანელა კონკრეტულმა მოსამართლემ ეს არის სასამართლოს პრეროგატივა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ ფაქტებზე, გარემოებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მე სასამართლოს შეფასების ნაწილში ვერ შევალ, ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის სასამართლოს კონკრეტული შუალედური გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ისინი ცდილობენ სრულიად საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვინაიდან, ჩვენ ყველამ ვიხილეთ რა ქმედებებს ახორციელებდა პოლიციელებთან მიმართებაში და კონკრეტულად როგორ მოქმედებდა ეს ადამიანი. ეს არის სამართლებრივი საკითხი და არ მინდა შევიდე პოლიტიკურ მჯელობაში. ოპონენტებს მოვუწოდებ, გადაახვიონ კიდევ ის მომენტები, რომლებიც ტელევიზიით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდა და იხილა სრულიად საქართველომ თუ როგორ ხდებოდა ძალადობა და პოლიციელის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედების განხორციელება და შემდეგ გააკეთონ ასეთი შეფასება", -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და მუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო