„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განუცხადა, წითელი ჯვრის ძირითადი მიმართულებებია კატასტროფებისთვის მზადყოფნა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება.

„ფორუმს ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ჩვენ მათ გავაცანით „წითელი ჯვრის საზოგადოების“ საქმიანობა და პროექტები, რომელიც 39 ფილიალში ხორციელდება. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია კატასტროფებისთვის მზადყოფნა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ დონეზე განხორციელდეს ერთობლივი პროექტები და ერთად აღმოვაჩინოთ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს რეგიონებში", - განაცხადა ლოლაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განცხადებით, წითელი ჯვარი საქართველოში და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს.

„მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობა. ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ მათთან. საკმაოდ ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს გაკეთებული. ამ პროექტების ხარისხი ძალიან მაღალია, იმიტომ, რომ მათში ორივე მხარეა ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს წითელი ჯვარი საქართველოში და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და გავაფართოვოთ პროექტების არეალი", - განაცხადა ჯამბურიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა